თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს 126-ე მუხლით ბრალი წარედგინა. ლევან ხაბეიშვილთან ერთად ბრალი წარედგინა თბილისის საკრებულოს კიდევ სამ წევრს.
ვულოცავ კახა კალაძეს, შედეგს მაინც მიაღწია, ძალოვანი უწყებების დახმარებით - დეპუტატმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
''გამოძიება ამბობს, რომ მე და ირაკლი ზარქუას თურმე ერთნაირი დაზიანებები გვქონია. აქ, რომ პოლიციის შენობა არის ცირკს უფრო ჰგავს. საზოგადოებამ თავად განსაჯოს რამდენად ნორმალურია ის პროცესი, რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა, ლაჩრულად თავდასხმა. ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო და მეტიც, ზარქუას, ოთხი დღე, რომ იბრიქებოდა, ამ "ჩმორს", დაავალეს და გამოაქციეს მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ პრობლემა ჰქონდათ. ეს ''ჩმორუკა'' მოარბენინეს აქ და დააწერინეს, რომ ხაბეიშვილმა მცემა და თვალი დამილურჯაო'', განაცხადა ჟურნალისტებტან ლევან ხაბეიშვილმა.
დეპუტატი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ მის გაჩუმებას.
''მოთქმა-გოდება ხალხო პირდაპირ ეთერში არ ნახეთ რაც მოხდა. ვივარაუდე, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ, მითუმეტეს, რომ ამ თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა კალაძე, გომელაური და ძალოვანი უწყებები. ორი დღეა პირდაპირ ეთერში ვყვები, როგორ აჩუქა მიწა მოძალადემ მინისტრის მოადგილეს - პროკურატურას ფარჩხალაძესა და მის გარემოცვას. გასაგებია, რომ ისინი ცდილობენ ჩემს გაჩუმებას. ხვალ-ზეგ აპირებენ რომ აღმკვეთის ღონისძიებით შევიდნენ სასამართლოში და არ ვიცი, აღკვეთის ღონისძიების სახით რას მოითხოვს პროკურატურა, მაგრამ უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სასტიკ დამრბევად გამომაცხადონ, კონკრეტულად კი "ჩმორი" ირაკლი ზარქუასი და მერე ამბობენ, პირადი შეურაცხყოფა მოგვაყენაო და ამიტომ პასუხი გავეცითო. ნონსენსია რასაც აკეთებენ, თავს დამესხნენ ლაჩრულად და თურმე კიდევ მე ვცემე'', - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.
24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.