აჭარაში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა - ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ეს მონაცემები 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.
ყველაზე მეტი მოგზაური დაფიქსირდა თურქეთიდან. შემდეგაა აზერბაიჯანი და რუსეთი. სტატისტიკის მიხედვით, მზარდია მოგზაურების რაოდენობა ევროპული ქვეყნებიდანაც.