''არა ძალადობას'' აქცია- მსვლელობა

17 სექტემბერი 2016, 00:00 4007 ნახვა

''არა იარაღის ჩადებას'', ''არა ძალადობას'' ''თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულს'',– ამ მოთხოვნებით  დაკავებული სპორტსმენის მინდია ოჯახიშვილის ახლობლებმა, აჭარის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის ინფორმაციით, მინდია ოჯახიშვილმა შიმშილობა დაიწყო და ის   მოშიმშილეთა საკანშია გადაყვანილი. ისინი  საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. პროკურატურიდან  აქციის მონაწილეებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. სპორტსმენი მინდია ოჯახიშვილი სამართალდამცველებმა 6 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დაცვის მხარე ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები თუ როგორ ჩაუდო პოლიციამ იარაღი მინდია ოჯახიშვილს. 

ამავე კატეგორიაში