გიორგი გახარიას წერილს კიდევ ორი ამერიკელი სენატორი უგზავნის

30 იანვარი 2020, 10:09 1285 ნახვა

საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით და რეკომენდაციების არ შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.  კიდევ ერთი გაფრთხილება.

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის წევრები, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და დემოკრატი ლიდერი, საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ გაგზავნილი პირველი წერილია. მასში კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, საქართველოს მთავრობას წერილით წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა მიმართა.22 იანვარს კი წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა და საგარეო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი