ბათუმში დაკვირვების ქვეშ მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები გუშინვე გახდა ცნობილი. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ გაავრცელა, რომ ორ მოგზაურს სიცხე დაუფიქსირდათ, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ერთ ერთი სასტუმროს ადმინისტრაციამ მიმართა კლინიკას დახმარების თხოვნით.