ბათუმში კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურდა - ლუგარის ლაბორატორიის კვლევა

29 იანვარი 2020, 20:40 2987 ნახვა

ჩინეთიდან საქართველოში ფრენები მარტის ბოლომდე შეწყდა - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. გამოიცა პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების განკარგულებაც. საჭიროების შემთხვევაში თანხას ფინანსთა სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან გაიღებს.

პროცესში ჩართულია რამდენიმე სამინისტრო. ჯანდაცვის ორგანიზაციებში მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრებზეც ამოწმებენ, მაგრამ ჩნდება კითხვა ეპიდემიის ზღვარზე მყოფი მსოფლიოს პირობებში არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ჩინეთიდან შემოსული ტურისტების შემოწმება მაშინ როდესაც ჩინური კორონავირუსი უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ვირუსი ჯერ არ დადასტურებულა საქართველოში. ბოლო ცნობებით ორი ჩინელი ტურისტის ანალიზია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. ისინი გუშინ და დღეს ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში იყვნენ გაჩერებული. ჩვენი ინფორმაციით მათ ქალაქი საზოგადობრივი ტრანსპორტით დატოვეს და თბილისში გაემგზავრნენ. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ მათ არ აღენიშნებოდათ კორონავირუსის სიმპტომები და მათი იზოლაციის საფუძველი უბრალოდ არ არსებობდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი