"დრიმლენდ ოაზისის" გვერდით ტერიტორიას ლანდშაფტური ზონის სტატუსი მიენიჭა

28 იანვარი 2020, 20:46 1795 ნახვა

ქობულეთის საკრებულომ დაბა ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიას რეკრეაციული, ლანდშაპტური ზონის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზონაში მშენებლობები აიკრძალა. დასაშვები, როგორც ამბობენ მაქსიმუმ ხის დარგვა იქნება. საინტერესოა ის, რომ რეკრეაციულ ზონად გამოცხადებულ საზღვრებში არ მოაქციეს ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია. ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ ამ ადგილით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. მმართველ გუნდში კი ირწმუნებიან, რომ სტრატეგიული ტერიტორია მათ საკუთრებაში არ შედიოდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი