112-ის საინფორმაციო კამპანიაში შვედეთის საელჩო ჩაერთო. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი იმყოფებოდა და ''112''-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ''112''-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა: ერთ-ერთი არარეზიდენტებია. კერძოდ, ტურისტების 76%-მა არ იცის, თუ გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში. ''112''-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია განახორციელა, დღეიდან კი პროექტი დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება.