სპეციალური წოდებები მეხანძრე - მაშველებს

17 სექტემბერი 2016, 00:00 3562 ნახვა

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რის საფუძველზეც, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 3500-მდე მეხანძრე-მაშველს, პოლიციელების მსგავსად, სპეციალური წოდებები მიენიჭათ, წელთა ნამსახურობისა და წოდების მიხედვით დანამატები დაუწესდათ, ხოლო მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიები პოლიციელებისას გაუთანაბრდა. სპეციალური წოდებების მინიჭება მაშველებს გიორგი მღებრიშვილი მიულოცა და 25 მეხანძრეს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელები“გადასცა. შემდეგ კი მინისტრმა მეხანძრე-მაშველების ახალი  აღჭურვილობა დაათვალიერა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მეხანძრე- მაშველს დაურიგდება.

ამავე კატეგორიაში