საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადებით, ის გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება. ოთარ კახიძის თქმით, „იწყება მორიგი სპექტაკლი“, რაშიც მონაწილეობას არ აპირებს.