ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გაიხსნა

24 იანვარი 2020, 12:48 2262 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი, დროებით გახსნა. 

ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელით სარგებლობა ათი დღის განმავლობაში შეეძლება ყველას, ვისაც ე.წ. დოკუმენტაცია წესრიგში ექნება.

პენსიონერების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ.

ახალგორის რაიონის გამგებელის ნუგზარ ​თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ახალგორში 1 400 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, მათ არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არის სურსათის ნაკლებობა.

ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი