პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე აღმართულ ჯებირებზე სამოქალაქო აქტივისტებმა პლაკატები წარწერით "გხედავ", "ფრთხილად, ეზოში ავი ქოცია" , "ბიძინას ბოსტანი" გააკრეს. მათი თქმით, არ აპირებენ პროტესტი შეწყვიტონ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერია დღეიდან პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს. ეს ის ადგილია, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ მუდმივად იმართება აქციები.