მოსალოდნელი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები 

20 იანვარი 2020, 18:29 1232 ნახვა

სამთავრობო გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს საქმეს - არჩილ თალაკვაძე სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს გამორიცხავს. ამბობს, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

თუმცა ინფორმაცია განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფაზე უკვე დადასტურებულია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ხარჯების არამიზნობრივ გაზრდას გამოიწვევს, რაც შესაძლოა პირდაპირ აისახოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე,მმართველ გუნდში განცხადება არარელევანტურად მიაჩნიათ და   იმაზე მსჯელობენ,თუ ვინ იქნება კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი, გავრცელებული ინფორმაციით პოსტს ბექა ოდიშარია დაიკავებს, თუმცა ამას  მმართველ გუნდში არ ადასტურებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი