ჩინეთში ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება - გარდაცვლილია ორი ადამიანი

20 იანვარი 2020, 16:55 3271 ნახვა

ჩინეთში უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC კი წერს, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ის ოფიციალურად გახმოვანებულ მაჩვენებელზე ბევრად მეტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული 45 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ბრიტანელი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ სინამდვილეში ვირუსი დაახლოებით 1700 ადამიანს აქვს.

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ამოუცნობ ვირუსს, უკვე ემსხვერპლა 2 ადამიანის სიცოცხლე. ამერიკის, ბრიტანეთის, ტაილანდისა და იაპონიის აეროპორტებში ახალი ვირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმები ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირსუსის გავრცელებას ჩინეთში სურსათს, მათ შორის თევზეულს უკავშირებენ. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ ერთი ბაზარი უკვე დაკეტა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში