C ჰეპატიტის სამკურნალო, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს 2 321 ადამიანის განკურნებისთვის საჭირო დოზაა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებში ბიუჯეტის თანხა არ დახარჯულა, აუდიტის სამსახურმა კი მედიკამენტების ფასები ძველი მონაცემებით დათვალა. მისივე განცხადებით, მომწოდებელმა ქვეყანამ მედიკამენტების ვადის გასვლამდედ მისი სხვა ქვეყნებისთვის გადაცემაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ წამლები საქართველოს ექსკლუზივს წარმოადგენდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტეს, რომ აუდიტის დასკვნა მედიკამენტების მარაგის მართვას ეხება და ეს მარაგი პოტენციური პაციენტებისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს. ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით ხორციელდება. საჭიროების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით, 16 000-მა ადამიანმა თქვა უარი პროგრამაში ჩართვაზე.რატომ ვერ მოხერხდა ინფიცირებულთა სრული მობილიზება და ჩართვა პროგრამაში და რატომ დარჩა აუთვისებელი მედიკამენტები?