პურის მარცვლები პროკურატურასთან - აჭარაში ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს

18 იანვარი 2020, 11:56 1526 ნახვა

აჭარის პროკურატურასთან "ალტერნატივას" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "სისხლიანი წარსულით ნათელ მომავალს ვერ შექმნი", "გვახსოვს ხორავას ქუჩა"- აქციის მონაწილეები პროკურატურასთან  ბანერებით მივიდნენ და ირაკლი შოთაძის  მთავარ პროკურორად შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს. 

მათ ადგილზე პურის მარცვლები მიიტანეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ის საკენკი, რომელიც ხალხს გადაუყარა თავად უნდა აკენკოს.

"ხელისუფლება ხალხს უყრის საკენკს. ჩვენ დღეს მოვიტანეთ აქ პურის მარცვლები, რომ მათ თავად აკენკონ"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათივე განმარტებით, ირაკლი შოთაძის პროკურორობის პერიოდში მნიშვნელოვანი, გახმაურებული საქმეები არ იქნა გამოძიებული და ხელისუფლებამ მისი დაბრუნება არ უნდა დაუშვას.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში შესვლაც სცადეს, სადაც პროკურატურაა განთავსებული, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ ამის უფლება არ მისცა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი