სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ხელოვნური ვიტამინები?

18 იანვარი 2020, 01:00 5562 ნახვა

მშობლები შვილებს ხშირად ვიტამინებს თვითნებურად აძლევენ, გარდა ამისა არის შემთხვევები, როდესაც პედიატრები ამა თუ იმ სახეობის საკვებ დანამატს ანალიზების გარეშე უნიშნავენ, რაც შესაძლოა მათი ორგანიზმისთვის ზედმეტი იყოს.

საქართველოში მშობლები ბავშვებს სინთეზურ ვიტამინებს რამდენიმე შემთხვევაში აძლევენ: სეზონის მიხედვით, ვირუსების პრევენციისთვის, ძილის პრობლემებისთვის ან მადის მოსამატებლად. 

მედიკამენტის სახით მიღებული ვიტამინი, ცოცხალი პროდუქტების სასარგებლო თვისებებს არ ანაცვლებს.

ასევე ცნობილია, რომ თუ ბავშვი დღეში ერთ ფორთოხალს მიირთმევს ის C ვიტამინის საჭირო დოზას სრულად იღებს. C ვიტამინს ხშირად გაციების და ვირუსის დროსაც მოიხმარენ, თუმცა მეცნიერული დასკვნა, რომ ის გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს არ არსებობს. 

ხელოვნური ვიტამინების ზედმეტი დოზა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს და სხვადასხვა დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. მაგალითად: ღვიძლის, გულის ან ფილტვის ფუნქციის დარღვევა. მედიკოსების განმარტებით, თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად იკვებება, მას ვიტამინები არ ესაჭიროება.

ერთადერთი ვიტამინი, რომელიც ბავშვს სჭირდება D ვიტამინია. ის განსაკუთრებით აუცილებელია ისეთი ბავშვებისთვის, რომლებიც გარეთ არ სეირნობენ.

მედიკოსები ასევე ამბობენ, რომ თოვლში მზეზე 20 წუთი ყოფნა, დღიური D ვიტამინის სრული დოზაა. ამიტომ ურჩევენ მშობლებს 

მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი პროტეინები, ამიტომ ბავშვს უნდა ვაჭამოთ - ხილი, ბოსტნეული, ქათამი და თევზი. ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, უძალობასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან. 

მსოფლიოში ვიტამინების 300 მილიარდიანი ინდუსტრია არსებობს. ამერიკაში მოსახლეობის 50-% ვიტამინებს დანიშნულების გარეშე მოიხმარს, თუმცა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ნაცვლად ტენდენცია გაუარესებისკენ მიდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი