ნაგავსაყრელის დირექტორს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

15 იანვარი 2020, 20:40 3561 ნახვა

ავიწროებს თუ არა პოლიტიკური ნიშნით აჭარის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული „ნარჩენების  მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელი ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომელს? ეს კითხვა  მას შემდეგ გაჩნდა, რაც 6 თვის ორსულმა ლიანა ქათამაძემ დამსაქმებლისგან, ანუ ყოფილი „ჰიგიენა 2009“-ის ქვეკონტრაქტორისგან წერილი მიიღო.

წერილით მას უფროსი სახლში დასვენებას სთავაზობს, მოტივად კი საჭიროების შემთხვევაში დასაქმების ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების შესაძლო შეფერხებას ასახელებს. ამაში მონაწილეობას უარყოფს მთავრობის კომპანიის უფროსი სოფო ანანიძე.

არადა ამას სწორედ მას და დეკემბერში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქციაზე წაუსვლელობას უკავშირებს დასაქმებული. მოქალაქეს იურიდიულ დახმარებას საია უწევს, საქმეს შეისწავლის სახალხო დამცველიც. უნდა დადგინდეს იყო თუ არა პოლიტიკური ნიშნით შევიწროება, ან დისკრიმინაცია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი