წლები უფუქნციოდ- ღია ცის ქვეშ მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები

11 იანვარი 2020, 18:23 1586 ნახვა

მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები, ახალ ბულვარში ისევ ღია ცის ქვეშ ალაგია.  ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  სასამართლოს დავების დასრულების შემდეგ, ბათუმის ბულვარი შპს ,, ალიგატორ-ს’’ მოსთხოვს და ბულვარის ტერიტორიიდან დაზიანებულ ფიგურებს გაატანინებს. ბულვარმა , ანიმაციური ფიგურების შესყიდვა- მონტაჟზე ელექტრონული ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა.  

თუმცა, როგორც იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახური უფროსი აცხადებს,   ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნახეს, რომ ფიგურები არ შეესაბამებოდა ბულვარის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს. თამარ თავართქილაძის თმით, ხელშეკრულებაც შეწყდა რის შემდეგაც  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ,, ალიგატორმა’’ ბულვარის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ხელშეკრულება 69 ათას 140 ლარზე იყო გაფორმებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი