რეზოლუცია, რომელიც ტრამპს ომის დაწყების უფლებას უზღუდავს

10 იანვარი 2020, 11:53 1391 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყების უფლებას უზღუდავს, - ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

რეზოლუციის თანახმად, პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ ამერიკული ჯარის გამოყენების უფლება არ აქვს. კანონმდებლებმა რეზოლუცია 224 ხმით 194-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

რეზოლუცია სენატში გადაინაცვლებს, თუკი დოკუმენტს სენატიც დაუჭერს მხარს, მის ძალაში შესასვლელად ტრამპის ხელმოწერა საჭირო აღარ იქნება.თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „სასაცილო“ და „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და  „ის ძირს უთხრის აშშ-ის შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.“  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში