თორნიკე რიჟვაძემ პირობა დადოს, რომ ბულვარში მრავალსართულიანი შენობები არ აშენდება - აქცია ბათუმში

04 იანვარი 2020, 16:12 2635 ნახვა

მოქალაქეებმა, სხვადასხვა საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ბათუმის ბულვარში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. შეკრებილები მოითხოვენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საჯარო პირობა დადოს იმის შესახებ , რომ ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი შენობები არ აშენდება.

საუბარია "ამბასადორ ბათუმის" მშენებლობაზე. კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ 15 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე უარი უთხრა, თუმცა აქციის მონაწილეები ფიქრობენ , რომ ეს მათ მიერ დაანონსებული აქციის გამო მოხდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მთავრობამ კომპანიას მრავალსართულიანი შენობის აშენების ნებართვა სამომავლოდ მაინც მისცეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი