ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა

02 იანვარი 2020, 11:08 5254 ნახვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე გუშინ საღამოს მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შუა ხნის ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276-ე  მუხლით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

ფოტო:არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი