ბათუმის ბულვარში 15 სართულიანი ობიექტის მშენებლობაზე კომპანიას უარი უთხრეს

30 დეკემბერი 2019, 18:38 4039 ნახვა

კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტსა და ესკიზზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭომ უარი თქვა, კომპანია ბათუმის ბულვარის ძველ ნაწილში, ე.წ. ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის ადგილას 15 სართულიანი ობიექტის მშენებლობას ითხოვდა. დღეს გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინეს პროექტის მაკეტიც. 

არქიტექტორები პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია.

საბჭოს წევრების ნაწილს ესკიზი მოეწონა, ნაწილს კი არა. სწორედ ამას მოჰყვა შეხვედრაზე ხმაური და დაპირისპირება.

საბჭოს წევრების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ კომპანია ამბასადორს მართველი გუნდი ლობირებს. ფიქრობენ, რომ გამაჯანსარებელი ცენტრის ნაცვლად, მოქალაქეებს მაღლივი კორპუსი დახვდებათ. 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარის შენობის უკანონო დემონტაჟის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სამსართულიანი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძველ ფუნქციას შეინარჩუნებდა და ისევ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულება იქნებოდა. ზაურ ახვლედიანმა მაშინ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ მერიის გაფრთხილების შემდეგ, „ამბასადორის“ წარმომადგენელმა სააგენტოში საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინა და შეთანხმდნენ, რომ იგივე მოცულობის შენობას ააშენებენ.  

ნებართვის შემდეგ, შპს "ამბასადორი" რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში.  საეჭვო სამსართულიანი შენობის საძირკველი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კანონით მცირე ზომის შენობას აგებდა, საკმაოდ ღრმა საძირკველი ამოთხარა. ამის გამო, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ინვესტორს იქ მაღალსართულიანი შენობის აგება სურდა. ისინი მოუწოდებდნენ პროკურატურას, დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით. 

ობიექტზე ამ დრომდე არ იყო გამოკრული არქიტექტურული პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების შედეგად გაიცა. ეს კი კანონდარღვევაა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში