''ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად შეწყვეტილი ტენდერი, ტექნიკური დეტალების დაზუსტებით განმეორებით გამოცხადდა

29 დეკემბერი 2019, 18:30 2127 ნახვა

''ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად შეწყვეტილი ტენდერი, ტექნიკური დეტალების დაზუსტებით განმეორებით გამოცხადდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროცედურების გახანგრძლივება მშენებლობისთვის საჭირო 17 თვეს არ გადააჭარბებს. ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ  სამუშაოებისთვის საჭირო დროს ეფექტურად გამოიყენებენ.

სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს ''მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა. აღნიშნული კომპანია ბათუმში, 2013 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელი თურქი ბიზნესმენია. ტენდერის შეწყვეტის ოქმში წერია, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“. ხელახალ ტენდერში, თანხა თითქმის 2 მილიონით შემცირდა. 

ე. წ „ოცნების ქალაქში“ პირველ ეტაპზე 3, 12 სართულიანი საცხოვრებლის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 580 ოჯახისთვისაა გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქისთვის“  16 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. ჯამში, პროექტი ბიუჯეტიდან 39 488 000 ლარით დაფინანსდება.

 

შესწორება: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ინფორმაცია ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით. ვიდეოს წარდგენისას წამყვანმა თქვა: ე.წ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებლების პროექტირება 25 მარტს დასრულდა, თუმცა ტენდერი მხოლოდ ნოემბერში გამოცხადდა“.

ვაზუსტებთ: ე.წ „ოცნების ქალაქის“ საცხოვრებლების პროექტირების პროცესი 25 მარტს დაიწყო, ხოლო პროექტი საბოლოოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 1 ოქტომბერს ხელშეკრულებით ჩაიბარა. კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინასატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ კი, 11 ნოემბერს, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი