''დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენ შევქმნით რეალურ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ თავისუფალი არჩევანი გააკეთოს'' - არჩილ თალაკვაძე 

29 დეკემბერი 2019, 12:20 1677 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცის, რა ტექნიკურ სიაზე მუშაობს ოპოზიცია, მაგრამ ფიქრობს, ამ კონტექსტში, როდესაც საქართველოს დიდი საშინაო და საგარეო საკითხები აქვს გადასაჭრელი, ასევე საერთო ეროვნული ამოცანები და ხელშესახები პროგრესი აქვს, ამ ტიპის სიებზე მუშაობა არ გამოიყურება სერიოზულად.

არჩილ თალაკვაძემ ასევე უპასუხა კითხვას, მისი აზრით, ექნებათ თუ არა ოპოზიციონერებს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი მაჟორიტარულ ოლქებში ლიდერების დაყენების შედეგად. "თუ მათ ჰყავთ ლიდერები, ვისაც ენდობა ხალხი, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენ შევქმნით რეალურ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ და მოქალაქეებმა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.

ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ 2020 წელს ოპოზიცია ერთი ტექნიკური სიით გამოვიდეს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი