ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყალი გაითიშა

28 დეკემბერი 2019, 19:14 1312 ნახვა

ავარიული დაზიანების გამო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ძველი ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდა. "ბათუმის წყლის" ინფორმაციით, წყლის მიწოდება ღამის 12:00 საათზე აღდგება. „ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი