“ოდესა - ბათუმი” ფოტოდღეები დღეს დაიხურება

14 სექტემბერი 2016, 00:00 3131 ნახვა

''მეხსიერება შუშაში'' კიდევ ერთი გამოფენა გაიხსნა ,,ოდესა ბათუმი ფოტო დღეების’’ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.  გამოფენაზე წარმოდგენილი შუშის ნეგატივები  შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივს ეკუთვნის და მისი დათვალიერება  მსურველებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ. რაც შეეხება ფესტივალს, ის  დღეს საღამოს უკრაინული და პოლონური ფოტოგრაფების ფოტოკოლაჟით დაიხურება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში