ხვალ საღამოს ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

26 დეკემბერი 2019, 13:02 2212 ნახვა

27 დეკემბრის დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. სანაპირო კურორტებზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე დაიკლებს.ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა. 

28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი