ამინდი, ბათუმი - ხვალ ტემპერატურა 16 გრადუსამდე დაიკლებს

25 დეკემბერი 2019, 10:59 1563 ნახვა

ხვალ აჭარაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, რადგან აღმოსავლეთის ცხელ ფიონს, დასავლეთის ქარი შეცვლის. 

ბოლო 3 დღის განმავლობაში ბათუმში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 24 გრადუსი ფიქსირდებოდა.

უფრო დეტალურად:

ბათუმში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11 დღისით +16 გრადუსი.

ქობულეთში - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +15

შუახევში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +11

ხულოში - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთისქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით 0 დღისით +9

ქედშა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +15

გოდერძის უღელტეხილზე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -7 დღისით +3

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი