''ოცნების ქალაქში'' ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

24 დეკემბერი 2019, 15:29 1686 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა. სახლში 4 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ბავშვიც. ოჯახის წევრების თქმით, დამწვარია ინვენტარი და ტექნიკა.

"არაფერი არ ვიცი ხანძარი რამ გამოიწვია. 5 თვის ბავშვი მყავს, სასერნოთ გავიყვანე, რომ მოვბრუნდი ხალხს ცეცხლი ეკიდა. ყველაფერი დამეწვა რაც მქონდა, კიდევ კარგი სახლში არ ვიყავი. ლოგინი, ბავშვის ველოსიპედები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა, ყველაფერი დამეწვა. ჩართული არაფერი არ დამრჩენია, რომ გავდივარ შუქსაც კი ვთიშავ"- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. 38 წლის მამაკაცს ხელი აქვს დამწვარი. პაციენტი ექიმებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მძიმე დაზიანება არ აქვს. 

ადგილზე პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი