საკონტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების არჩევის სადაო წესი არ შეაჩერა - ომბუდსმენის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

24 დეკემბერი 2019, 12:00 1240 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ  მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით სადავო ნორმების შეჩერებაზე ომბუდსმენის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც, არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი