საბანკო სესხების აღება მოქალაქეების ნაწილისთვის მომავალი წლიდან კვლავ გამარტივდება. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას ისევ ცვლის. წინასწარი ინფორმაციით, ცვლილება ძირითადად ეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 1 000 ლარს აღემატება. ეროვნულმა ბანკმა მოსალოდნელი ცვლილებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე შეათანხმა. ახლა კონსულტაციები საბანკო სექტორთან მიმდინარეობს.