იუნისეფმა წლის ფოტო დაასახელა. ფოტო ასახავს გოგონას მანილას პორტში, რომელიც დაბინძურებულ წყალში პლასტმასის ნივთებს ეძებს, რათა ცოტა ფული გამოიმუშაოს.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, გერმანელი ფოტოგრაფის, ჰართმუდ შვოზბექის ფოტო იმ სამ ტრაგედიას ასახავს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას: სიღარიბეს, დაბინძურებას და ბავშვთა შრომას.