საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიციელებს ყოველდღიურად ურთულესი სამუშაოს შესრულება უწევთ, რაც ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„მთელი სახელმწიფო, მთელი საზოგადოება ვგულშემატკივრობთ ვგულშემატკივრობთ დაჭრილ პოლიციელს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და რისკის შემცველი პროფესია არის პოლიციელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად პოლიციელების მუშაობა, იმისათვის რომ ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
პოლიციელებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, პოლიციელი არის არის გმირი. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყოველდღიურად პოლიციელებს უწევთ ურთულესი სამუშაოს შესრულება. მივესალმები იმ ღონისძიებებს, რაც ამ შემთხვევაში გატარდა. ასევე, მეწყვილემაც იმოქმედა ძალიან გაბედულად და შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის გადარჩენა. დაველოდებით ახალ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და დიდი იმედია მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.