ოჯახს უსამძიმრებს საქართველოს განათლების სამინისტრო. მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს, სკოლებში სამინისტრომ უზრუნველყო ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობა. მისივე თქმით აუცილებელია მოსწავლის საჭიროებების და ინტერესების იდენტიფიცირებაზე ზრუნვა.
სასკოლო ცხოვრებაში კი ამ მიმართულებით, ადმინისტრაციების, მშობლების და მასწავლებლების ჩართულობით ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების კომპონენტი უნდა შევიდეს. მოადგილე პრემიერის დავალებით მიცემულ ერთკვირიან გეგმაზე საუბრობს.