შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები უწყებასთან პლაკატებით მივიდნენ, წარწერით „ამ სისტემის დედაც“.
ისინი სამართლიან გამოძიებას, შსს მინისტრის პასუხისმგებლობას და სისტემის შეცვლას ითხოვენ.
მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეს სიმბოლურად შავი ლენტები დაამაგრეს.
15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.