17 დეკემბერს ქრისტიანული სამყარო ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. ოჯახებში ლობიანებს აცხობენ. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ღვეზელების მომზადება ქრისტიანულ დღესასწაულს პირდაპირ არ უკავშირდება, ეს ერთგვარი ტრადიციაა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბარბარესადმი მიძღვნილ ღვეზელებს მხოლოდ საქართველოში ამზადებენ.
''ლობიანი ეს არის წარმართობიდან შემოსული ტრადიცია. მოგეხსენებათ დღეს ასევე არის მეკვლეობა. ესეც წარმართულია. ეს არ უკავშირდება ქრისტიანულ დღესასწაულს, უბრალოდ ლობიოს ღვეზლები არის ტრადიცია ეკლესიაში, ეს არის მადლის მიცემის ერთგვარი რიტუარი. მორწმუნე მრევლი ერთმანეთს უნაწილებს საკვებს ლიტურღიის შემდეგ'' - ამბობს დეკანოზი შიო პაიჭაძე.
ვინაიდან ბარბარეს ხსენება შობის მარხვაში აღინიშნებოდა, სამარხვო ღვეზელი მზადდებოდა, ძირითადად ნიგვზით. ეს წესი დღემდე შემორჩენილია ქართლში, სადაც გამომცხვარი ნიგვზიანები გაჰქონდათ გზაჯვარედინზე, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ. მოგვიანებით, ნიგოზი ლობიომ ჩაანაცვლა.
ამ დღეს, ტრადიციულად, მეკვლესაც ეპატიჟებიან და ახალ ცოცხსაც ყიდულობენ, - სჯერად, რომ ასე ოჯახში ხვავი და ბარაქა შევა. მორწმუნეებმა იციან, რომ ამ ტრადიციას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს.