ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. კურორტზე მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა შესაძლებელია. თოვლის საფარი იქ უკვე 20 სმ აღწევს. ამ დროისთვის კურორტზე არ თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალ და ზეგ აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გოდერძის უღელტეხილზე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, უმეტესად უნალექოდ.