დღეს გაირკვევა მიიღებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ბლოკი "მრეწველები - ჩვენი სამშობლო”.რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მათ სარჩელს საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს. ბლოკში აცხადებენ, რომ მათ ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი არგუმენტები აქვთ. საპირისპიროს აცხადებენ ცესკოში. მათი ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო სიები დათქმულ ვადაში ვერ წარადგინა.