ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და საპატრულო პოლიციის დახმარებით, ცეცხლის ჩაქრობას თავად შეეცადა.

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც მივიდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის გამო, ჭავაჭავაძის ქუჩაზე წრიულთან, მოძრაობა შეფერხებულია.