"ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

15 დეკემბერი 2019, 12:20 1889 ნახვა

"ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო. რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა გულისხმობს. პოლიციაში გადამღები ჯგუფის წევრებთან არხის დამფუძნებელი ვატო წერეთელი და გენერალურ დირექტორი ინგა გრიგოლიაც იმყოფებოდნენ.არხის გენერალური დირექტორის განცხადებით,  ტვ პირველის" ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ჟურნალისტებს ასე მოექცევა.

"ქართული ოცნების" ღონისძიების დასრულების შემდეგ "ტვ პირველის" ოპერატორს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის განმარტებით, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს ის კითხვები არ მოეწონათ, რომელსაც ჟურნალისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსვამდა. ტელეკომპანიამ ინციდენტის ამსახველ ვიდეო გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი