ექიმი ამბობს, რომ ყოფილი პაციენტის შვილი რეანიმაციაში თავს დაესხა და მოკვლით ემუქრებოდა

15 დეკემბერი 2019, 12:30 1757 ნახვა

ბათუმში, ექიმის მიმართ მუქარის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ექიმი ზვიად ბახტაძე  ,, მთავართან’’ საუბარში ყვება, რომ 12 დეკემბერს მას 27 ნოემბერს გარდაცვლილი პაციენტის შვილი,   რეანიმაციულ განყოფილებაში თავს დაესხა  და  ცივი იარაღით მოკვლით ემუქრებოდა.

ექიმების თქმით,  მკურნალობის პროცესში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მკურნალი ექიმის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ. 70 წლამდე კაცი, მწვავე ინფარქტით, გულის გაჩერებით, კომატოზურ მდგომარეობაში გარდაიცვალა, ამასთან პაციენტი ფილტვისა და შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში