ოპოზიციის ნაწილი საღამოს ცუდ ხასიათზე დადგება, როცა ნახავს ამ მასშტაბურ აქციას - არჩილ თალაკვაძე აქციაზე

14 დეკემბერი 2019, 12:51 2366 ნახვა

"არ ვეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას", "მედია ფეიკ ნიუსის გაკეთებას ცდილობს", "ოპოზიცია დღეს ცუდ ხასიათზე იქნება", "ამ აქციით ვაჩვენებთ, რომ საქართველოს მომავალი არის აქ, ახალგაზრდების აქციაზე და არა იმაში, რასაც ოპოზიცია აკეთებს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი მესიჯები. ინტერვიუ არჩილ თალაკვაძემ, რუსთავი2 მისცა, სადაც თბილისში დაანოსნებულ აქციას აფასებდა. 

"ეს შეკრება არის იმისთვის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ის კი არ არის, როგორც იქცევა ოპოზიციის ნაწილი, არამედ საქართველოს მომავალი პოზიტიური დღის წესრიგია, რომლებსაც ამ აქციაზე ახალგაზრდობა შექმნის" - ასე განმარტავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თბილისში მათ მხარდამჭერების "მოწვევასა და შეკრებას" მმართველი პარტიის მიერ.

პარლამენტის თავმჯდომარე კითხვაზე, ხომ არ არის ეს ოპოზიციის მიერ გამართული აქციების კონტრაქცია, ერთგვარი ძალის დემონსტრირება, თალაკვაძე ამბობს, რომ ნაწილობრივ ოპოზიციას უპასუხეს.  

"ეს ღონისძიება უკავშირდება საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის თარიღს, თუმცა რაც შეეხება ოპოზიციას, თქვენ მართალი ხართ, აქვე ახლოს, რამდენიმე კვირის წინ, შეკრებილი იყო ოპოზიცია, და ყველას გვახსოვს რა იყო მათი მოთხოვნები.  ვნახეთ მათი  ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, ვნახეთ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაც, რაც შორს არის ევროპული ღირებულებებისგან, თუმცა არაუშავს, ჩვენ გავივლით ამ გზას. 

ეს შეკრება არის იმისთვის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ის კი არ არის, როგორც იქცევა ოპოზიციის ნაწილი, არამედ საქართველოს მომავალი პოზიტიური დღის წესრიგია, რომლებსაც ამ აქციაზე ახალგაზრდობა შექმნის მე მესმის, გარკვეულ ძალებს ჰქონდა მცდელობა, რომ გამოეწვია არეულობა თუმცა ხელისუფლება ამას მოერევა და ამ პრობლემებს გადაჭრის" - განაცხადა რუსთავი2 პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე. 

კითხვაზე არის თუ არა აქცია ნაბაყოფლობითი, რადგან მოქალაქეების ძალდატანების შესახებ მედიის გარდა სახალხო დამცველმა და სხვა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თალაკვაძე ამბობს რომ არ ეთანხმება მათ შეფასებას.  

"მე არ ვეთანხმები სახალხო დამცველის ამ შეფასებას, დღეს არის შაბათი დღე, მთელი საზოგადოების ინტერესშია "ქართული ოცნების" ღონისძიება, ეს არის თემა, რომელიც მთელ საზოგადოებას აერთიანებს - საქართველო ევროპაში. ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებაა ევროპული გზა და როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვინმეს ვაიძულებთ აქ მოსვლას" - ამბობს თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მედიას აქვს მცდელობა გააკეთოს ფეიკნიუსი.  

"ბუნებრივია, აქვს ზოგიერთ მედიას სურვილი გააკეთოს ფეიკნიუსი, რომ ვიღაცებს ვაძალებთ და ძალით მოგვყავს ამ შაბათ დღეს თბილისში,  მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ვისაც სჯერა, რომ მმართველ პარტიას 100 ათასზე, ან 200 ათასზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს, მე იმ ხალხს ვერ გადავარწმუნებ.სამაგიეროდ აქ ვინც მოვა დღეს, ისიი დაინახავენ საქართველოს ევროპულ მომავალს.  ოპოზიციის ნაწილი საღამოს ცუდ ხასიათზე დადგება, როცა ნახავს ამ მასშტაბურ აქციას, მაგრამ ეს ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.   


14 დეკემბრის აქცია -  

დღეს, თბილისში, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით აქცია იმართება. საქართველოს მასშტაბით, მმართველი პარტიის ორგანიზებით, მოქალაქეები მიკროავტობუსებით მიემგზავრებიან.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები დილით ადრე, რამდენიმე ლოკაციიდან გავიდა.  მოქალაქეების ჩასხდომა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა: "ქართული ოცნების" ოფისთან, მერიასთან ლერმონტოვის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის პირველ სკოლასთან, გმირთა ხეივანსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ რაიმე სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე, მათი თქმით თავისი ნებით მიდიან საზეიმო ღონისძიების - საქართველოს ევროსაბჭოს თავმდჯომარეობის  აღსანიშნავად. 

გუშინ, 13 დეკემბერს, სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეებისგან მიღებული კონფედენციალური ინფორმაციით, მოქალაქეებზე ირიბი და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა აქციაზე წასასვლელად. სახალხო დამცველი წერს, რომ  მთელის საქართველოს მასშტაბით  ფიქსირდებოდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, მათ შორის აჭარაშიც. მოქალაქეებს აქციაზე წასვლაზე უარის შემთხვევაში სამსახურში პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ ან მიანიშნებდნენ. იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და რეგიონალური მედიაორგანიზაციებიც. 

ამ საკითხზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც მოამზადა სიუჟეტი. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, იძულებით არავის მიჰყავს საზეიმო ღონისძიებაზე მოქალაქეები,  იქვე აღნიშნა რომ აჭარიდან აქციაზე ათასობით მოქალაქე იქნება

კატეგორიულად უარყო შესაძლო იძულების და ზეწოლის ფაქტები ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. თქვა, რომ ამაზე საუბარი, რომ  სისულელეა და  ეუხერხულება კიდეც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი