შენი იდეა ბათუმს - ხმის მიცემა 21 დეკემბრამდე გაგრძელდება

14 დეკემბერი 2019, 12:00 1789 ნახვა

შენი იდეა ბათუმს - პროექტების  გაცნობა და ხმის მისაცემად  რეგისტრაცია,  მსურველებს  თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. კონკურსში  მონაწილე 6 პროექტიდან გამარჯვებული სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე დაგროვებული ხმების მიხედვით გამოვლინდება.

დაფინანსებას ისინი მიიღებენ, რომლებსაც 700-ზე მეტი  ხმა ექნებათ. კონკურსის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია და მილიონ-ნახევარი ლარია.

მონაწილე იდეებია : ძაღლების პარკი, მოხატული ლუქები ,ქუჩის კალათბურთი, ქართული ჭიდაობის ღია მოედანი, star online-ელექტრონული შაბეჭდილებათა წიგნი  და Batumi Dots -ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებული ონლაინ თამაში . ხმის მიცემა 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში