ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

13 დეკემბერი 2019, 17:41 2199 ნახვა

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. სასამართლო პროცესი დღეს, 13 დეკემბერს ცხინვალში გაიმართა. პროცესზე გაფრინდაშვილის სასჯელის შესახებ უნდა ემსჯელათ. სასამართლო პროცესი დახურული იყო და მასზე დასწრება ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს.

ექიმი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობაში დატოვა. - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ ქართველ ექიმს დღეს გაათავისუფლებდნენ. გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაზე მოსკოვიდან ჩამოსული ნინო ბურჯანაძეც საუბრობდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაონში დააკავეს, 15 ნოემბერს კი მას პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ის დე ფაქტო საზღვრებს არ აღიარებს. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს განცხადებაში ხაზგასმით იყო  აღნიშნული, რომ ექიმი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომშიც აქტიურად მონაწილებდა სამხედრო ექიმის სტატუსით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი