ბათუმში უკანონო მშენებლობისთვის 6000 ლარით დაჯარიმდებით

13 დეკემბერი 2019, 16:45 2262 ნახვა

უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა. კომპანიები და მოქალაქეები, ბათუმში უნებართვო მშენებლობისთვის 3 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარით დაჯარიმდებიან. სანქციების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ყოველ განმეორებით დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

3 დეკემბრიდან ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის განახლებული კოდექსი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც საჯარიმო სანქციები შემდეგნაირად გაიწერა:

• უნებართვო მშენებლობა იწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

• სამშენებლო/სანებართვო პირობების დამრღვევი I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 800 ლარის ოდენობით, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას კი, 4 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

• ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

• მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით - I ან II კლასის შენობა-ნაგებობის და 2 000 ლარის ოდენობით - III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას.

• მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს.

• საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის, ან დემონტაჟის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მესაკუთრე 5 000 ლარით დაჯარიმდება. (ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.)

• მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამრღვევი 30 000 ლარით დაჯარიმდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი