საქართველოში წელს B ტიპის ვირუსი ჭარბობს - დაავადებათა კონტროლი

13 დეკემბერი 2019, 16:04 2265 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსს ქვეყანა მომზადებული  ხვდება.

ამირან  გამყრელიძის განცხადებით, წელს ჭარბობს ბ ტიპის ვირუსი, რომელიც  მსუბუქად მიმდინარეობს.  რაც შეეხება ვაქცინაციას, გასულ წელთან შედარებით, წელს აცრილ მოქალაქეთა რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა. 

უკვე აცრილია 83 ათასი ადამიანი, სახელმწიფო მხოლოდ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ცრის, სხვა მოქალაქეებისთვის კი  ვაქცინა დეფიციტურია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კერძო სექტორმა წელს 20 ათასამდე ვაქცინა  შეისყიდა,  რომელთა შეძენაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი