შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

12 დეკემბერი 2019, 12:23 1557 ნახვა

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის, იურიდიული განათლების დიპლომი არ უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატისთვის აუცილებელი მოთხოვნაა - წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული განმარტებისა და პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე  ​ მოქმედი პროკურორის დიპლომის, როგორც ნამდვილობა, ასევე მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება არ დასტურდება, ვინაიდან  თადუმაძეს  აღნიშნული თხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის არ მიუმართავს.

მათივე განმარტებით, ​არ დასტურდება, რომ მან 5-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა, ვინაიდან არქივში ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ინახება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, "რომ არ დასტურდება არც შალვა თადუმაძის მიერ სასწავლებლის ექსტერნატის წესით დამთავრება. ვინაიდან არც განათლების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს არა აქვს ინფორმაცია 1997-1998 წლებში ექსტერნატის ფორმით სწავლების მარეგულირებელი დებულების არსებობის შესახებ, რომლის საფუძველზე თადუმაძეს უფლება ექნებოდა, სასწავლებელი ექსტერნატის ფორმით დაემთავრებინა."

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, შალვა თადუმაძეს მოუწოდებს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება.

არასამთაავრობო ორგანიზაციის განცხადება იხილეთ ვრცლად.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა, 20 მოსამართლიდან უვადოდ განსამწესებლად 14 მოსამართლეს გაუწიეს რეკომედნდაცია.  შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი წავიდა. კანდიდატთან გასაუბრებაზე აქტუალური სწორედ მოქმედი მთავარი პროკურორის დიმპლომის ნამდვილობა იყო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი