საქართველოს ეკონომიკის მინისტრს იმედია აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი კიდევ უფრო გამყარდება. ნათია თურნავამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფლაციის შესაკავებლად ხელისუფლება კორდინირებულად მუშაობს.
''ლარის გამყარება ეს არის ფაქტი, ეს არის მიმდინარე პროცესი. დიდი იმედია და არა მარტო იმედი, რწმენაც მაქვს, რომ ლარის განაგრძობს გამკაცრებას. ეს არის ჩვენი კოორდინირებული მუშაობის და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. ეროვნული ბანკი ტავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, მაგრამ არა მხოლოდ. ერთის მხრივ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით. ამას მალე იგრძნობს მოსახლეობა. მეორეს მხრივ იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციას წიაღისეულის ლიცენზირებას და ა.შ'', - უთხრა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა.
ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო დღეების განმავლობაში გამყარდა. დღეს ერთი დოლარის ყიდვა ოფიციალური კურსით 2.90 თეთრადაა შესაძლებელი. ახალი კურსი 17:00 საათზე გამოქვეყნდება.
ექსპერტები არ ვარაუდობენ, რომ ლარი ისევ გამყარდება და ის უახლოეს პერიოდში რაიმე სახით ინფლაციაზე აისახება.