ერთ თვეში ავტოსადგომები 189-ჯერ გაქურდეს

11 დეკემბერი 2019, 11:16 2333 ნახვა

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ქურდობის 1289 ფაქტი მოხდა, რაც 539-ით ნაკლებია წინა წლის იდენტურ პერიოდთან მიმართებაში.

31 დღეში ქურდები ბინაში 181 -ჯერ შევიდნენ, საცავსა და სადგომში კი 189-ჯერ.

საანგარიშო პერიოდში ძარცვის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მძარცველები ერთჯერ საცავსა და სადგომში შევიდნენ. 

რაც შეეხება ყაჩაღობას, ოქტომბერში ყაჩაღობის 5 ფაქტი მოხდა. რაც 12-ით ნაკლებია გასული წლის იდენტურ პერიოდზე. 

მიმდინარე წლის ოქტომბერში თაღლითობის 141, გამოძალვის კი 11 ფაქტი დაფიქსირდა.

სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი